პოლ მაკარტნი საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი ხდება(VIDEO)

პოლ მაკარტნი საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი ხდება(VIDEO)

ლეგენდარული პოლ მაკარტნი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი გახდა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 8 სექტემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც მიიღებს. ამ ჯილდოს საფრანგეთის პრეზიდენტი ანიჭებს განსაკუთრებულ მოქალაქეებს უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისა და განსაკუთრებული დამსახურებებისთვის.

ეს პრესტიჟული ჯილდო 1802 წლის 19 მაისს, ნაპოლეონ ბონაპარტემ დაარსა, ის მაშინ პირველი კონსული გახლდათ და ჯილდო დღემდე უმაღლესად მიიჩნევა.  ჯილდოს გადაცემისას არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი საფრანგეთის მოქალაქეა თუ არა. სამხედრო პირია თუ მწერალი, მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, რა ჩაიდინა ადამიანმა.  მას რამდენიმე დონე აქვს: კავალერის, ოფიცრის, კომანდორის, უფროსი ოფიცრის და დიდი ჯვრის. მაკარტნის ოფიცრის დონის ჯილდო გადაეცემა. დაჯილდოებულები ორდენს მხოლოდ საზეიმო შემთხვევებში ატარებენ. გარდა ადამიანებისა, ამ ჯილდოს მფლობელები ქალაქები, მსხვილი სასწავლო დაწესებულებები და სამხედრო ნაწილები ხდებიან.

საპატიო ლეგიონის ორნდენი, სხვადახვა, დროს გადაეცათ: ლაიზა მინელს, მაილ დევისს, კლინტ ისტვუდს, მარტინ სკორსეზეს, სტივენ სპილბერგს, ემირ კუსტურიცას და ა.შ. სულ რამდენიმე კვირის შემდეგ კი ის, ცნობილ დიზაინერს „დიორის“ ყოფილ არტ-დირექტორ ჯონ გალიანოს ანტისემიტური განცხადებების გამო ჩამოართვეს.

სერ პოლ მაკარტნი უკვე არის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი.

ის გინესის წიგნში შეტანილია, როგორც „ყველა დროის, ყველაზე წარმატებული მუსიკოსი და კომპოზიტორი“.