საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ბუქარესტში გამართულ ამბასადორიალში მიიღო მონაწილოება, იგი ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული, სადაც სიტყვით გამოვიდა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, შავი ზღვის პორტების საბორნე მიმოსვლასა და ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებსაც შეეხო.
„რუმინეთის ოფიცილურმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოხატეს“, - განაცხადა მან.