"ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული“ ტურისტების გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში პირველი ადგილი რუსმა ტურისტებმა დაიკავეს.
გამოკითხვაში 12 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მათ სთხოვეს შეეფასებინათ ტურისტების ჩაცმის სიტილი და ზოგადად იერსახე. გამოკითხვაში მონაწილეობდნენ: იტალიელები, შვედები, ჰოლანდიელები, ესპანელები, დანიელები და ა.შ. ტურისტები ათბალიანი შკალით უნდა შეეფასებინათ. ამ შკალაში, მხოლოდ 13 ქულის მოპოვება შეძლეს რუსმა ტურისტებმა. მათ მოსდევენ გერმანელი ტურისტები. უგემოვნოების სამეულში ბოლო ადგილზე თურქები არიან.
რუსების „ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ ტურისტების“ სიაში პირველ ადგილზე გასვლას Skyscanner-ის წარმომადგენელი ტატიანა დანილოვა შემდეგ კომენტარს უკეთებს: „ის რაც უცხოელების მხრიდან უგემოვნობად განიხილება, ხშირ შემთხვევაში, არის სტილი, რომელიც ქვეყნის ხანგრძლივი იზოლირების შედეგად წარმოიშვა“ .
გამოკითხვის შედეგად ყველაზე გემოვნებიანი ტურისტები, 58 ქულით, იტალიელები გახდნენ. ყველაზე მოდურების, სამეულში ესპანელები და ფრანგებიც შევიდნენ.