ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და „ქართული ოცნების“ ის ხედვა გააცნო, რომელიც აფხაზეთის დაბრუნების გზების ძიებას და დევნილთა პირობების გაუმჯობესებას შეეხება.
„პირველ რიგში, რასაც გავაკეთებთ ისაა, რომ სწრაფად დაგიკანონებთ იმ სახელმწიფო შენობებს, სადაც თქვენ ცხოვრობთ. ეს თქვენი საკუთრება უნდა იყოს. მოსვლის პირველსავე დღეს, ამის შესატყვის დოკუმენტს გამოვცემთ. ეს ყველაზე ცოტა და იოლია, რასაც გავაკეთებთ. იმისათვის, რომ თქვენს საცხოვრებლებს დაუბრუნდეთ, დათვლილი მაქვს რამდენი ოდენობის თანხა გჭირდებათ, ეს არანაკლენ ოთხი მილიარდის და არაუმეტეს ექვი მილიარდი დოლარია. ამის შესაძლებლობა არის პირადი თუ გარედან დახმარებაც იოლი იქნება. ძალიან ბევრი სახლი იქნება ასაშენებელი, ასი ათასზე მეტი სახლი უნდა აშენდეს. თქვენს დასაბრუნებლად მხოლოდ პოლიტიკური ნება და პოლიტიკური განცხადებები არაა საჭირო. თქვენ და მათ ვინც იქ დარჩნენ უნდა მიეცეს არჩევანის საშუალება. სანამ მშენებლობა დაიწყება აფხაზეთში უნდა დაირგას ნერგი და უნდა გათბეს კერა. თქვენ უნდა დაგეხმარონ დასახლებაში და არა გადასახლებაში. თითოეულ ოჯახთან იქნება საუბარი და შეთავაზება. თქვენი სურვილისამებრ იმოქმდებთ. ჩვენ საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების პირობებს გავაუმჯობესებთ, თუმცა დევნილების პირობები წინმსწრებად გაუმჯობესდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.