ქობულეთში, „ქართული ოცნების“ ოფისი„ ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა დაარბია. შემთხვევა გვიან ღამით, 05:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, თავდამხმელმა, ლაური ხინიკაძემ ჯერ ვიტრაჟი ჩაამსხვრია ქვით, შემდეგ კი ოფისში შეღწევას ცდილობდა ძალის გამოყენებით. მათი თქმით, თადამსხმელს ბიძინა ივანიშვილისა და ბერას ფოტოები ჰქონდა ჩამოგლეჯილი.
სამართალდამცავებმა ის შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მომხდარს პოლიტიკურ შეფასებას აძლევენ. მათი თქმით, ეს პიროვნება სხვადასხვა შეხვედრებზე 5 ნომრიანი მაისურით არის შემჩნეული.
კოალიციის ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფატი ხალვაშის განცხადებით, აღნიშნული პიროვნება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია და „ქართული ოცნების“ აქციებზე ყოფნისას ხშირად აგრესიულობით გამოირჩევა.
„ამ პიროვნებას მოსახლეობასთან შეხვედრების დროს არაერთი მცდელობა ჰქონდა თავისი პოლიტიკური გამოხტომებით ჩაეშალა ეს შეხვედრები. ასეთი ქმედებები უნდა აღიკვეთოის, მით უმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლება გამუდმებით აპელირებს, რომ ხალხს ექნება თავისუფალი არჩევანის უფლება“, - განაცხადა ხალვაშმა.