გამოვიდა პირველი ტრეილერი ფილმისა „თბილისი ჩემი ქალაქი“, რომელშიც ქართველ მსახიობებთან ერთად ცნობილი ამერიკელი მსახიობები - რონ პერლმანი, სარა დიუმონი, მალკოლმ მაკდაუელი და ჯორჯ ფინი მონაწილეობენ.
„თბილისი ჩემი ქალაქი“ –„Tbilisi, My City“,-ასე ჰქვია კინოალმანახს, რომელიც 13 კინო ისტორიისაგან შედგება. თითოეულის რეჟისორები და სცენარისტები ქართველი კინემატოგრაფები არიან. „თბილისი ჩემი ქალაქი“ ქართული-ამერიკული პროექტია.
რონ პერლმანი თამაშობს ამერიკელ მოტოციკლისტს, რომელიც თბილისის გარშემო ქალბატონთან ერთად მოგზაურობს, რომელსაც Freedom (თავისუფლება) ჰქვია. რონ პერლმანის პარტნიორის როლს სარა დიუმონი შეასრულებს. მალკოლმ მაკდაუელი კი, განასახიერებს მსახიობის როლს, რომელიც უხალისოდ ჩამოდის საქართველოში ახალ ფილმში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა შემდეგ უყვარდება თბილისი.
ფილმში მონაწილეობენ: გიორგი ყიფშიძე, ია სუხიტაშვილი, გიორგი მსხარაშვილი, ნუცა კუხიანიძე, გიორგი გიორგანაშვილი და ა.შ.