ქობულეთში სახლში დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, ცნობილი პროფესორი, 75 წლის რევაზ სირაძე გარდაიცვალა. აფეთქება გუშინ ღამით მოხდა.
შემთხვევის შედეგად რევაზ სირაძემ მძიმე დამწვრობა მიიღო. დაზარალებული თავდაპირველად ღამის 03:00 საათზე ქობულეთის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო, თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის თქმით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
მეზობლების განცხადებით, სირაძეების აგარაკზე გაზმა გაჟონა, სინათლის ანთებამ კი აფეთქება გამოიწვია და სახლის პირველი სართული მთლიანად დაწვა.