გარდაიცვალა ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი და პროდიუსერი მაიკლ კლარკ დუნკანი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ გულის შეტევა გადაიტანა, მაშინ 54 წლის მსახიობი საცოლემ გადაარჩინა, რომელმაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. ორი თვის შემდეგ ლოს-ანჟელესის საავადმყოფოში მსახიობს გული სამუდამოდ გაუჩერდა.
მაიკლ კლარკ დუნკანი 1957 წელს ჩიკაგოში დაიბადა. საშუალო სკოლაში სწავლის დროს ის სამსახიობო ხელოვნებით დაინტერესდა, მისი დამთავრების შემდეგ, კი კოლეჯში ჩააბარა და ამავდროულად გაზის კომპანიაში დაიწყო მუშაობა. მალე სამსახური დატოვა და ჰოლივუდში წავიდა, სადაც პატარ-პატარა როლებს თამაშობდა. 1998 წელს მაიკლმა მიიღო მონაწილეობა ფილმში „არმაგედონი“. ფილმის დირექტორს ფრანკ დარაბონტს დუნკანის კანდიდატურა ჯონ კოფის როლზე ბრუს უილისმა შესთავაზა. მსახიობმა კი იმედები გაამართლა და თავისი შესრულებით კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ამ წარმატებას სხვა როლები მოჰყვა, თუმცა იქამდე მაიკლი თეატრალური დასის დაცვად მუშაობდა, გარდა ამისა, იყო უილ სმიტის, მარტინ ლოურენსის, ჯეიმს ფიკისა და სხვათა პირადი დაცვა.
დუნკანმა ბრიუს უილისთან ერთად 4 ფილმში ითამაშა: „არმაგედონი“ (1998), „საუზმე ჩემპიონებისთვის“ (1999), „9 იარდი“ (2000) და „ცოდვების ქალაქი“ (2005)
დუნკანმა შეუდარებლად შეასრულა კეთილი პატიმრის, ჯონ მაკოფის როლი ფილმში „The Green Mile”, ამ როლმა მას განსაკუთრებული წარმატება და მაყურებლის დიდი სიყვარული მოუტანა. მაიკლი „მწვანე მილში“ შესრულებული როლისთვის „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზეც“ იყო ნომინირებული.
მაიკლ კლარკ დუნკანს მონაწილეობა მიღებული აქვს ფილმებში: "კუნძული", „თავებზე მონადირე“ , „ჯვარი“, „შურისძიება“, „ქუჩის მებრძოლნი“, „ჯორჯი და დრაკონი“, „დათუნია,“ „ამერიკული ოცნება“, „თავქარიანი“, „აგენტი მეტსახელად სპოტი“, „მორიელთა მეფე“, „მაიმუნების პლანეტა“, „რიკი ბობი -გზის მეფე“, „სკოლა არამზადებისთვის“, „დინოტოპია“ და ა.შ.