"საქართველოს შსს-ს მიერ განადგურებულ 11 ბოევიკს შორის ერთ-ერთი ახმედ ზაკაევის ყოფილი პირადი მცველი დუკვახა დოშუევი აღმოჩნდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „კომერსანტი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემაშია ნათქვამი, საქართველოს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 11 მოკლული ბოევიკიდან 7-ის ვინაობა დადგინდა და აღნიშნულია, რომ დადგინდა. მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ფიგურა 44 წლის დოშუევია, რომელიც რუსეთში ცნობილია, როგორც დუკვახა დუშუევი.
„როგორც რუსული წყაროები წერენ, დუკვახა დუშუევი 44 წლის იყო, მონაწილეობა აქვს მიღებული რუსეთის მიერ ჩეჩნეთის წინააღმდეგ წარმოებულ პირველ ომში; 1996 წელს გროზნოში კულტურის სამინიტროს შენობის დაცვის უფროსი გახდა. 2002 წელს კი, საზღვარგარეთ გაემგზავრა.
დუშუევი რუსეთის ფედერალურმა ძალებმა დააკავეს, მაგრამ მალევე ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. იგი, მოწმის სახით ბრალდების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო ზაკაევის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში, რომლითაც ზაკაევს ადამიანთა გატაცებასა და მკვლელობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად. ამასთან, ლონდონში 2003 წელს გამართულ სასამართლო პროცესზე დუშუევმა განაცხადა, რომ ზაკაევის წინააღმდეგ ჩვენებები წამების შედეგად მისცა. დუშუევმა მაშინ განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ წაიყვანეს სამხედრო ბაზაზე, ჩააგდეს ორმოში, რომელშიც 6 დღე ხელებზე ხელბორკილებითა და თავზე ტომრით დაჰყო. მისივე თქმით, პატარა ორმოში შეუძლებელი იყო, როგორც დგომა, ისე – დაჯდომა; დაკითხვაზე “ფე-ეს-ბე”-ს თანამშრომლები სცემდნენ და აწამებდნენ. მისგან ითხოვდნენ დადასტურებას, რომ ახმედ ზაკაევთან ერთად ეწეოდა დანაშაულებრივ საქმიანობას დაღესტანში და ორივე გაწევრიანებული იყო დანაშაულებრივ დაჯგუფება “ჯამაათში”“, - წერს გამოცემა.
მათივე ინფორმაციით, 6-დღიანი წამების შემდეგ დათანხმდა იმგვარ ჩვენებებზე ხელის მოწერას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. გამოცემა წერს, რომ “აღიარების” შემდეგ გროზნოში, “ფე-ეს-ბე”-ს სამმართველოში გადაიყვანეს და ხელი მოაწერინეს ერთადერთ ქაღალდზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 1996 წელს ახმედ ზაკაევი მონაწილეობდა მართმადიდებელი მღვდლების გატაცებაში. შემდგომ ეს დოკუმენტი რუსულმა მხარემ ლონდონის სასამართლოზე წარადგინა.
ცნობისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში ჩაატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული 11 პიროვნება. მათ შორის საქართველოს 2 მოქალაქეა.