ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ცესკომ განცხადება გაავრცელა.
განცხადების თანახმად, ცესკოს წევრებმა მედეა ნეფარიძემ, ნინო ფხიკიძემ და საარჩევნო ბლოკის ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ბეჟან გუნავამ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინციდენტი ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში 3 სექტემბერს მოხდა.
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გმობს აღნიშნული ძალადობის ფაქტს და საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს თავშეკავებისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს“, - ნათქვამია განცხადებაში.