არასამთავრობო ორგანიზაციები - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნების პორტალზე დაფიქსირებულ ინციდენტებს მიმოიხილავენ. არჩევნების პორტალზე - www.electionsportal.ge საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულ ინციდენტებთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართება.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ცნობით, პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შეჯამებული მონაცემები, თუ სად ფიქსირდება ყველაზე დიდი რაოდენობის დარღვევები საქართველოს რეგიონებისა და რაიონების მასშტაბით.
მათივე ინფორმაციით, განიხილება საკითხი, თუ რა კატეგორიის დარღვევები იკვეთება წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობისას ყველაზე მეტად.