2008 წლის მოწვევის პარლამენტი დღეს, ბოლო საშემოდგომო სესიას ბიუროს სხდომით გახსნის. პარლამენტის ბიურო 15.00 საათისთვის არის დანიშნული.
ბიუროს სხდომაზე რატიფიცირებისთვის ორი საერთაშორისო დოკუმენტი შევა, თუმცა, მათი რატიფიცირება მოესწრება თუ არა ამ მოწვევის პარლამენტში, ეს ჯერ ცნობილი არ არის.
რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს – ბიუროს სხდომით იხსნება.
პარლამენტის რეგლამენტში ნათქვამია, რომ საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება.
რეგლამენტის ეს ჩანაწერი საკუთრივ პარლამენტის პლენარული სხდომების ჩატარებას ეხება.