ბრიუსელში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეისა და ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდება.
მოგვიანებით მერაბიშვილი ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეას სიტყვით მიმართავს.
ბრიუსელში საქართველოს დელეგაციას პრემიერ–მინისტრთან ერთად, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძე წარმოადგენენ.