საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, რამილ საჰიბ საფაროვის გათავისუფლება უნგრეთის და აზერბაიჯანის ხელისუფლების შორის საიდუმლო და ბინძური გარიგების შედეგია.
განცხადების თანახმად, 2012 წლის 31 აგვისტოს უნგრეთის ხელისუფლებამ აზერბაიჯანში რამილ საჰიბ საფაროვის ექსტრადირება მოახდინა. მათი განმარტებით, საფაროვი აზერბაიჯანული არმიის ოფიცერი იყო, რომელმაც სომხეთის არმიის ოფიცერი გურგენ მარგარიანი ნაჯახით მოკლა.
„ეს საზარელი მკვლელობა ჩადენილიქნა 2004 წლის 19 თებერვალს უნგრეთის ტერიტორიაზე. მის საბაბს მხოლოდ მსხვერპლის წარმომავლობა წარმოადგენდა. მკვლელობა მარგარიანის მძინარე მდგომარეობაში ყოფნისას იქნა ჩადენილი წინააღმდეგ და დამნაშავის ზრახვებს შეიძლება მეორე სომეხი ოფიცერიც შესწიროდა. ოფიცრები მონაწილეობდნენ ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ ინგლისური ენის კურსებში.
მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ საფაროვს უვადო პატიმრობა მიუსაჯა, 2036 წლამდე გადაწყვეტილების აპელირების უფლების ჩამორთმევით, დამნაშავე აზერბაიჯანს გადაეცა, სადაც იგი 2012 წლის 31 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სპეციალური ბრძანებით შეწყალებულიქნა და მას, როგორც გმირს დახვდნენ და ამჟამად თავისუფლებაში იმყოფება.
მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ საფაროვის გათავისუფლება არის უნგრეთის და აზერბაიჯანის ხელისუფლების შორის საიდუმლო და ბინძური გარიგების შედეგი. მიუღებელია, როდესაც სამართლიანობის, პატივისა და ღირსების ფასეულობები სხვა სიკეთეებზე იცვლება. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამგვარ გარიგებებში ნატო-სა და ევროკავშირის წევრი მონაწილეობს“, - ნათქვამია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაში.
მათივე ცნობით, გუშინ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა მოიწვია, რათა განეხილა საფაროვის ექსტრადიციასა და მის შემდგომ დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე სომხური სახელმწიფოს ქმედებები. „სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერების შესახებ. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოიწვია აგრეთვე სომხეთში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა საგანგებო შეხვედრა, რათა ეცნობა მათთვის სომხური სახელმწიფოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მაშასადამე, ჩვენ, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობარი მთავრობებისგან ველით ცალსახა და არაოაზროვან რეაქციას მკვლელის, უპრეცენდენტო და შემაშფოთებელი ექსტრადიციისა და გათავისუფლების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს.