ცსკ-მ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე მედია-ჯგუფს ახალ პროექტი „საარჩევნო ტელე დაიჯესტი“ გააცნო.
შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა მედია-საშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, ცსკ-ის ადმინისტრაციაც მონაწილეობს.
შეხვედრის დაწყების წინ, ცსკ-ის პრეს-სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, საუბარია კომისიის მიერ ინიცირებულ პროექტზე,,რომელიც კომპანიამ „აი-თი-დი-სი“ შექმნა და 15 აგვისტოდან ინტერნეტ-სივრცეში პორტალ „MYVIDEO.GE“-ზე არის განთავსებული.
საარჩევნო ტელე-დაიჯესტი, როგორც ქართულ, ისე რუსულ და ინგლისურ ენებზე მზადდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე კი დაიჯესტი ეთნიკური უმცირესობების ენებზე ითარგმნება და საზოაგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“ ტელეკომპანია „პიკ“-ის, ასევე ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მარნეულისა და ბოლნისის ტელევიზიების ეთერში „ნაციონალურ მოამბესთან“ ერთად გადის.