ბაკურიანში უბედური შემთხვევა მოხდა. სასტუმრო ,,ბაკურიანში" ნგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები არიან ახალდაბის მცხოვრები 25 წლის ლევან გაბუნია და ბაკურიანის მცხოვრები 50 წლის სერგო ძიძიგური.
თვითმხილველები ამბობენ, რომ გაბუნია და ძიძიგური ჩამონგრეული სინკარის ქვეშ იპოვეს.
„როცა ძველ სასტუმროს რესტორანს მივუახლოვდი დარტყმა და რაღაცის ნგრევის ხმა მომესმა. შევედი შიგნით, ვყვიროდი, მაგრამ ხმას არავინ მცემდა. შემდეგ ისინი სინკრის ქვეშ ვიპოვეთ“, - აცხადებენ ისინი.
მომხდარის შესახებ კი პოლიციას თვითმხილველმა, ბაკურიანის მცხოვრებმა კობა წაქაძემ შეატყობინა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდაცავებთან ერთად მაშველებიც მივიდნენ.
ჯერ უცნობია, რას აკეთებდნენ გაბუნია და ძიძიგური სასტუმროს ტერიტორიაზე. წინასწარი ინფორმაციით, სასტუმროს მფლობელი საზღვარგარეთ ცხოვრობს. შენობა მიტოვებულია და იქ არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობდა.