2012 წლის სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულებულია. წელს სერტიფიკატი 8000-მდე პედაგოგს გადაეცემა, რაც შერშანდელ მაჩვენებლელზე ორნახევარჯერ მეტია. მასწავლებლებს აპელაციის შედეგების ნახვა საკუთარი 9 ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდით გამოცდების ეროვნული ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე შეეძლებათwww.naec.ge; www.tpdc.ge.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს.
განცხადების თანახმად, მიმდინარე წლიდან სერტიფიცირების მსურველები გამოცდის ჩაბარებას წელიწადში რამდენჯერმე შეძლებენ.
„ოქტომბრის ბოლოს პედაგოგების ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდება, უახლოესი სასერტიფიკაციო გამოცდა კი 2013 წლის იანვრის სასკოლო არდადეგების დროს ჩატარდება. მასწავლებლები გამოცდებს საჯარო სკოლებსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩააბარებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სასერტიფიკაციო გამოცდები მესამე წელია ტარდება და სერტიფიცირებული მასწავლებლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სერტიფიცირების შედეგად პედაგოგის ხელფასი 75 ლარით იზრდება. კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მათ კიდევ 200 ლარი ემატებათ, საუკეთესო 25%-ში მოხვედრილი მასწავლებლის ხელფასი კი 1000 ლარია.