საქართველოს მოქალაქეები და მსოფლიოში მედიის თავისუფლების მხარდამჭერები ეუთოს წარმომადგენელს მედიის თვისუფლების საკითხებში მიატოვიჩს მიმართვას უზგავნიან.
მიმართვაში ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამოქმედებული Must Carry-ის კანონი, რომელიც წინასაარჩევნოდ ყველა საკაბელო მაუწყებელს ყველა დამოუკიდებელი სატელევიზო არხის თავის ქსელში გადაცემას ავალდებულებს, შესაძლოა არჩევნების მეორე დღესვე გაითიშოს.
„დღეისათვის საქართველოში, თავისუფალი მედია სერიოზული წნეხის ქვეშ ექცევა და წინასაარჩევნო პერიოდში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ახლად ჩამოყალიბებული დემოკრატიისთვის“, - აღნიშნავენ მსოფლიო მედიის თავისუფლების მხარდამჭერები.
როგორც ისინი განცხადებაში აცხადებენ, ეს შეიძლება გამოიწვიოს იმ ხარვეზებმა, რომელსაც „Must Carry, Must Offer”-ის კანონი შეიცავს.
კერძოდ, Must Carry, Must Offer-ის ქართული ვერსიის თანახმად კანონი ძალას 2 ოქტომბერს, ანუ საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს კარგავს; ეს ნიშნავს, რომ ყველაზე კრიტიკულ, პოსტ-საარჩევნო პერიოდში, როდესაც შედეგები უნდა გამოცხადდეს ან/და დარღვევები გამოაშკარავდეს, მხოლოდ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო არხებს ექნებათ შეუზღუდავი მაუწყებლობის შესაძლებლობა.
„სწორედ ამ ხარვეზების გამო, გთხოვთ, რომ მოითხოვოთ, “Must Carry, Must Offer”-ის საერთაშორისოდ მიღებული ნორმები საქართველოშიც იქნას დაცული და “Must Carry, Must Offer”-ის კანონი შეცვალოს ისე, რომ მისი მოქმედება სამუდამოდ გაგრძელდეს და არა მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესის დროს.
სწორედ ამას მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან და იმედი გვაქვს, რომ თქვენი განყოფილება და მთლიანად ეუთო გააჟღერებს ჩვენ მოთხოვნებს, რადგან ამ მოთხოვნებს ქვეყნის შიგნით არავინ ითვალისწინებს“, - აღნიშნულია მიმართვაში.