ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ცნობილი გახდა მოტომრბოლელი ჯეიმს ტაუზელენდსა და ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ქეთი მელუას ნიშნობის შესახებ, რომელიც გუშინ ქორწინებით დაგვირგვინდა.
საქორწინო ცერემონიას 200 სტუმარი დაესწრო, განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით სარგებლობდნენ ნიდერლანდების პრინცი, მუსიკალური პროდიუსერი უილიამ ორბიტი და კომპოზიტორი მაიკ ბატი. ქორწინების ცერემომნია ლონდონის დასავლეთით სამეფო ბაღებში მდებარე კონსერვატორიაში გაიმართა.
პატარძალს თეთრი, კლერ პეტიბოუნის მიერ შექმნილი, გიპიურით გაფორმებული საქორწინო კაბა ეცვა და გაშლილ თმებზე ყვავილების გვირგვინი ედგა. ნეფე კი, ნაცრისფერ შარვალ-კოსტიუმში იყო გადაწყვეტილი.