კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ფოთში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ადგილობრივ მოსახლეობას ბესელიამ ქალაქში არსებულ პრობლემები გააცნო და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
როგორც ბესელია აცხადებს, ადგილობრივ მოსახლეობას ქვეყანაში არსებული უსამართლობისა და მათი უფლებების ხელყოფის განცდა აქვს.
მისი თქმით, ასეთი შეხვედრების მიზანია ფოთელების აქტიური ჩართვითა და უშუალო მონაწილეობით ქალაქში არსებული პრობლემები მოაგვაროს.
„აქ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისი საკუთრებაც ხელყოფილია, არის ძალიან ბევრი უკანონოდ დაჯარიმებული ადამიანი, ბევრი სამსახურიდან დათხოვნილი, ისე, რომ არავითარი კომპენსაცია არ მიუღიათ. ჩემი მიზანია, ფოთელების უშუალო მონაწილეობით, თავიანთი ქალაქის აღდგენის საქმეში მათი ჩართვით, სტრატეგიული ქალაქი ფეხზე დავაყენოთ და მათი აქტიური თანამონაწილეობით ყველა პრობლემა მოვაგვაროთ“, - განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ სამომავლოდ კიდევ ბევრი შეხვედრა აქვს დაგეგმილი.