ბელფასტში კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის აღლუმის გამართვის უფლების გამო არეულობა დაიწყო, რაც ხელჩართულ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პოლიცია შეეცადა ხლი შეეშალა პროტესტანტებისთვის, რომლებიც კათოლიკების მსვლელობის დარბევას გეგმავდნენ.
აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. მომხდარი დაპირისპირების შედეგად 26 პოლიციელი დაშავდა. პოლიცია იძულებული გახდა წყლის ჭავლი გამოეყენებინა და აქციის მონაწილეები ამ გზით დაეშალა.