წუხელ, გვიან ღამით ქურთების მუშათა პარტიის მებრძოლებმა თურქ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, საპასუხოდ თურქულმა მხარემ მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაიწყო, ლიკვიდირებულია 20 ქურთი. თუმცა სპეცოპერაცია თურქეთისა და ერაყის საზღვართან ამ წუთებშიც გრძელდება.
როგორც ცნობილია, დაღუპულია 8 ჯარისკაცი, არიან დაშავებულებიც.