„ახალი მემარჯვენეების" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ ბორცვაძე ვაშლის ჩაბარების დაბალი ფასებით დაინტერესდა. ამ მიზნით ის სოფელ ტყვიავში ვაშლის გადამამუშავებელ საწარმოს ეწვია.
ბორცვაძის ინფორმაციით, აღნიშნული საწარმო მდებარეობს კონფლიქტის ზონაში, სულ კონფლიქტის ზონაში ორი ასეთი ტიპის საწარმო არსებობს. მისი თქმით, საწარმოს მფლობელთან საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ მაღალი გადასახადების ფონზე შეუძებელია მათი მხრიდან მეტი ფასის შეთავაზება გლეხებისთვის.
„ფასის მომატება ორ შემთხვევაშია შესაძლებელი: პირველი – კონფლიქტის ზონაში არსებული კონცენტრატის ქარხანას უნდა გაეწიოს გარკვეული შეღავათები, მიწის, საშემოსავლო და მოგების გადასახადებიდან, ან მეორე – როგორც კახეთის რეგიონში ხილის ჩამბარებელ ქარხნებს მიეცეს სახელმწიფო სუბსიდია. კახეთის რეგიონში 20 მილიონზე მეტი იხარჯება ყურძნის ჩამბარებელი პუნქტების სუბსიდირებისთვის, ჩვენ ვითხოვთ გორის რაიონისთვის მხოლოდ მეათედს იმისას, რაც გამოყოფილი იყო კახეთის რეგიონზე, 2 მილიონი სრულიად საკმარისია, რომ დღეს გორის რაიონის მოსახლეობა არ იყოს სიღატაკის ზღვაზე"– განაცხადა იოსებ ბორცვაძემ.