"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი რევაზ სოხაძე და საერთაშორისო მდივანი ირინა ფრუიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისიის ხელმძღვანელს ნიკოლაი ვულჩანოვს და მთავარ პოლიტანალიტიკოს ინგრიდ გოესინგერს შეხვდნენ.
"ახალი მემარჯვენეები" მისიის წარმომადგენლებს ქვეყანაში 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე ესაუბრნენ. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო კანონმდებლობის შესრულება, მედიის მუშაობა, პარტიების დაფინანსების ახალი რეგულაციები. "ვინაიდან მისიის ფუნქციაა დაადგინოს შეესაბამება თუ არა წინასაარჩევნო გარემო და მთლიანად არჩევნები კანონმდებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს; ჩვენ შევეცადეთ სწორედ ის ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რომელიც მათ ასეთი შეფასებების გაკეთების საშუალებას მისცემს “, - განაცხადა დავით გამყრელიძემ.