„თავისუფალი საქართველოს“ თეთრი წყაროს რაიონული შტაბი თეთრიწყაროში „ქართული ოცნების“ შტაბზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას მოითხოვს. ამის შესახებ პარტიის განაცხადებაში ნათქვამი.
განცხადების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციის თეთრიწყაროს რაიონის ოფისს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით ხაჩატურიანი თავს დაესხა. მან დააზიანა ოფისის ინვენტარი და თანამშრომლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
““პარტია „თავისუფალი საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს შტაბს. პარტია მოითხოვს ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას”, - აღნიშნულია განცხადებაში.