„ქართული დასი“ არჩევნებში რამდენიმე საარჩევნო ოლქში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაუჭერს მხარს“, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ზუგდიდში „ქართული დასი“ მხარს დაუჭერს ირაკლი ალასანიას კანდიდატურას, რუსთავში - ზვიად ძიძიგურს, ხოლო ბათუმში მურმან დუმბაძეს.
„ამ ოლქებში ჩვენი კანდიდატები არ დაგვისახელებია, ამიტომ მხარს ვუჭერთ კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. რაც შეეხება ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მურმან დუმბაძეს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოლქში დუმბაძემ გაიმარჯვოს“- განაცხადა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, „ქართულ დასს“ სურვილი აქვს, რომ კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში ოპოზიციამ კანდიდატები არ წარმოადგინოს, რადგან ბაღათურიას შეფასებით, რეჟიმის დასამარცხებლად მხოლოდ ერთიანობაა საჭირო.