საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, 6-7 სექტემბრს საქართველოში ამერიკელი სენატორების ჯონ მაკკეინისა და ჯო ლიბერმანის ვიზიტი გაიმართება.
კალანდაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ისინი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდებიან.
„ამ ვიზიტით ცალსახად გამოვლინდება საქართველოს მიმართ აშშ-ს მხარდაჭერა, მათ შორის, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების აღიარება“-განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირა უცხოელი დიპლომატების ვიზიტებით დატვირთული იქნება. როგორც კალანდაძემ აღნიშნა, 5 სექტემბერს საქართველოში შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ორღიანი ვიზიტები დაიწყება, რომლის მთავარი მიზანი თბილისში დაგეგმილ ამბასადორიალზე სიტყვთ გამოსვლაა. ამავდროულად, უცხოელი სტუმრები შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის წევრებთან გამართავენ. მინისტრები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასაც შეხვდებიან.