პანკისის ხეობაში 6 გაჭრილი საფლავიდან მხოლოდ 4-ღა რჩება. 2 გარდაცვლილის ცხედარი კი ოჯახებს უკვე გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ9 ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ასლან მარგოშვილისა და ბაჰაუდი ალდამოვის გვამები გვიან ღამით დაკრძალეს. თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ ცხედრებს ხეობაში 23 საათისთვის მიასვენებდნენ, თუმცა საბოლოოდ გარდაცვლილთა გვამები ახლობლებს დილის 2 საათზე გადასცეს.
დაღუპულთა ოჯახები და ადგილობრივი მცხოვრებლები ისევ დუმილს ინარჩუნებენ და ჟურნალისტებთან არ კონტაქტობენ.
ამასთანავე, დღეს შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღიარებს, რომ ლოპოტას ხეობაში ჩაატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული 11 პიროვნებიდან 2 საქართველოს მოქალაქეა. როგორც ირკვევა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ აღიარებამდე საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე მივიდა.
განცხადების თანახმად, იდენტიფიცირებული 7 ცხედრიდან 2 საქართველოს მოქალაქეა: ასლან მარგოშვილი - დაბადების თარიღი: 28/06/1990. ბაჰაუდინ ქავთარაშვილი - დაბადების თარიღი 07/02/1986
„5 ცხედარი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან, აქედან ერთ-ერთი ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი არის დაბადებული გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.
დანარჩენი იდენტიფიცირებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან: დუკვახა დოშუევი - დაბადების თარიღი: 19/01/1968, დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ. ვეგენო. სალამ ზაურბეკოვი - დაბადების თარიღი: 14/12/1991, დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ.გროზნო. ხაშიევ ჯაბრაილი- დაბადების თარიღი: 24/01/1989 დაბადების ადგილი: ინგუშეთი. მუსა ადუევი - დაბადების თარიღი: 28/03/1981, დაბადების ადგილი: ქ. გროზნო", - აღნიშნულია განცხადებაში.