5-7 სექტემბერს თბილისში ამბასადორიალი გაიმართება

5-7 სექტემბერს თბილისში ამბასადორიალი გაიმართება

„5-7 სექტემბერს თბილისში ამბასადორიალი გაიმართება”, - ამის შესახებ  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამბასადორიალის მიზანს შემდეგი წლის პრიორიტეტების განხილვა და მიზნების დასახვა წარმოადგენს.

„დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ამბასადორიალის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს და მთავრობის წევრებს შეხვდებიან“, - განაცხადა მან.

კალანდაძის თქმითვე, ამბასადორიალზე სტუმრის სტატუსით მოწვეული არიან შვედეთის, პოლონეთის, არგენტინისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები და ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რომლებიც ამბასადორიალზე სიტყვით გამოვლენ.