„ORA” - ასე ჰქვია ბრიტანელი შემსრულებლის Rita Ora-ს სადებიუტო ალბომს, რომელიც ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ უკვე კანადაში, ამერიკაში, გერმანიასა და ავსტრალიაშიც გახდება ხელმისაწვდომი.
ალბომში თორმეტი სიმღერაა შესული. რომლის მოსმენა მომღერლის თაყვანისმცემლებმა პირველად 24 აგვისტოს შეძლეს. აღსანიშნავია, რომ კრიტიკოსებმა ფირფიტა დადებითად შეაფასეს და წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. შეგახსენებთ, რომ Rita Ora-ს მეოთხე და ამ დროისთვის ბოლო ვიდეო კლიპი"How We Do (Party)" ჩარტებში წარმატებით სარგებლობს.
ალბომზე „ORA” შემსრულებელი 2010 წლიდან 2012 წლის ჩათვლით მუშაობდა. მის ჩაწერაში მონაწილეობას იღებდნენ ბრიტანელი რეპერი Tinie Tempah, ამერიკელი Hip hop მომღერალი J. Cole, DJ Fresh და Black Eyed Peas-ის წევრი will.i.am.