ფინქი დედობამ შეცვალა, მომღერალი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შოუ-ბიზნესს შეცვლილი იმიჯითა და სტატუსით დაუბრუნდა. ყველაფერთან ერთად, ახლა ის მეუღლე და დედაა! დეივი მეირესმა ფინქისთვის უკვე 14 ვიდეორგოლი გადაიღო. ახალ ვიდეოს Blow Me (One Last Kiss) ჰქვია და მასში გოგონა მშვიდი და ქალურია, ქერა ხვეული თმები, გრძელი კაბა დახვეწილი მანერები... თუმცა კლიპის ბოლომდე ნახვის შემდეგ ყველასთვის ნათელი ხდება, რომ ეს ყვეალფერი მოჩვენებითია და ფინქს სინამდვილეში გარდაქმნამდე კიდევ ბევრი უკლია.
Blow Me (One Last Kiss) არის პირველი სინგლი ალბომიდან The Truth About Love, რომლის ოფიციალური რელიზი 17 სექტემბერს გაიმართება