„ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობა არ დაიძაბება”, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ჩრდილო ჩრდილოკავკასიელ ხალხთან მიმართებაში გახსნილი პოლიტიკა აქვს და მაქსიმალურად ცდილობს ამ ურთიერთობების გაღრმავებას.
„არა მგონია, რომ აქ რაიმე განსაკუთრებულ პოლიტიკურ დაძაბულობას უნდა ველოდებოდთ. პირიქით, სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ პოზიტიურ დინამიკას აქვს ადგილი ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობასთან მიმართებაში", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.