პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე რეგიონებში „ქართული ოცნების“ მორიგი აქციები დააანონსა.
ფანჯიკიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ აქცია თელავში 9 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიმართება.
ასევე აქცია გაიმართება ახალციხეში 15 სექტემბერს, 17:00 საათზე, რაც შეეხება ზუგდიდს, ფანჯიკიძის თქმით, ზუგდიდში აქცია 22 სექტემბერს 16:00 საათზე გაიმართება.