ჰოლივუდის მომხიბვლელი მსახიობი დენიელ ქრეიგი ჟურნალი Esquire-ს ახალ ფოტოსესიაში გადაიღეს. ფოტოები საკმაოდ უჩვეულო და საინტერესო გამოვიდა. სტილისტებმა და გრიმიორებმა მსახიობის ბუნებრიობა არჩიეს და მისთვის ზედმეტი გრიმი და განსაკუთრებული სამოსი არ შეურჩევიათ. რეზულტატში კი ქრეიგი ყოველდღიურ ფორმაში უფრო ნატურალური და საინტერესო გამოჩნდა.
რაც შეეხება ჟურნალის გარეკანს, „აგენტ ჯეიმს ბონდს“ ჩვეულ ფორმაში გამოჩენა მოუწია და გარეკანზე ის შავ პიჯაკში, თეთრი პერანგითა და ჰალსტუხით დაიბეჭდა.
ამჟამად, მთელი მსოფლიო აქტიურად საუბრობს „ბონდიანას“ ახალი ფილმის პრემიერაზე, სადაც დენიელი კიდევ რთხელ გახდება „აგენტი 007“. წელს „ჯეიმს ბონდი“ 50 წლის იუბილეს, ოფიციალურად 5 ოქტომბერს აღნიშნავს. სწორედ ამ თარიღს ეძღვნება ფილმის ახალი სერიაც.
ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მსოფლიოს, სხვადასხვა, ქალაქებში ათასგვარი ღონისძიებებია დაგეგმილი. ჯეიმს ბონდი „კოკა-კოლას“ სარეკლამო სახეც გახდა. მამაკაცის პარფიურმერიულმა ბრენდებმა კი „აგენტი 007“-ის ხაზით სპეციალური სუნამოც შექმნეს.
ჟურნალში ქრეიგის ბლიც ინტერვიუც გამოქვეყნდა. სადაც ის ბონდიანაზეც საუბრობს: „ვფიქრობ, „ჯეიმს ბონდის“ სიუჟეტები, ყოველთვის ასეთი ფანტასტიური უნდა იყოს. მათ მუდამ აქვთ მეორე, ბნელი მხარე, რაც ოსტატურადაა შენიღბული მაღალი ხარისხის იუმორით. ხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ, შავი იუმორი ყოველთვის სახიფათო და საინტერესოა. მე მთელი ძალებით ვარ ჩართული ამ პროექტში და სამუშაო საათების შემდეგაც ხშირად ვფიქრობ მასზე“-ამბობს მსახიობი.