კოალიცია „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დეპუტატობის კანდიდატი ამჯერად ვეძისის, ე.წ. ჩირთახის დასახლებაში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს თავიანთი პრობლემები გააცნეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.
უსუფაშვილმა კი მათ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევასა და დასაქმების საკითხზე გაამახვილა.
„ჩვენს შეხვედრას ბევრი თანამოქალაქე გამოეხმაურა. ისინი ძალინ შემართებულები არიან და მე ეს ძალიან მიხარია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია, „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხმა მხარდამჭერმა "ქართული ოცნების“ მიმართ პროტესტი გამოხატა.