საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აშშ-ში ვიზიტით იმყოფება, სადაც „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობას დაესწრება.
ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში იგი ლიდერთა საერთაშორისო ფორუმსაც დაესწრება და ამასთანავე, სენატსა და კონგრესში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
„ყრილობაზე ბარაკ ობამას, როგორც პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის ოფიცილაურად წარდგენა მოხდება. ასევე, ყრილობის ფარგლებში „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ ლიდერთა საერთაშორისო ფორუმს გამართავს. ვფიქრობ, არ სჭირდება განმარტება, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს პოლიტიკური ელიტა მუდმივად იყოს ინფორმირებული საქართველოში არსებული სიტუაციისა და აქ მიმიდნარე პროცესების შესახებ“- აღნიშნა ბაქრაძემ.
მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყნის უსაფრთხოება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციაა.