ცნობილი ფრანგი მოდელი და მსახიობი ლეტიცია კასტა Dolce&Gabbana ახალ ვიდეორგოლში გადაიღეს, სადაც მან ორ ახალი არომატი Pour Femme и Pour Homme ერთდროულად წარმოადგინა.
ვიდეოს რეჟისორი მარიო ტესტინოა, სწორედ ის არის ავტორი Dolce&Gabbana-ს ყველაზე ცნობილი ფოტოსესიებისა.
ლეტიცია სპეციალურად სარეკლამო ფოტოსესიებისთვის გაირუჯა და ეს ფოტოები ერთი თვის წინ უკვე იხილა Dolce&Gabbana-ს მომხმარებელმა. ფოტოსესია დიდი სიცილიური ოჯახის სტილში იყო გადაღბული და მასში სხავ ცნობილ სახეებთანე რთად Dolce&Gabbana-ს მუზა მონიკა ბელუჩიც მონაწილეობდა. ახალი მინი-ფილმი მარიო ტესტინომ შავ-თეთრში გადაწყვიტა და მასში ქორწილის სცენები გაათამაშა.
ვიდეორგოლში აქცენტი გაკეთებულია ლეტიციას იდეალურ სხეულზე და შავ მაქმანებიან მოკლე კაბაზე. ფილმში მოდელს პარტნიორობას ნოა მილსი უწევს.