პრეზიდენტმა ბათუმში ოლიმპიური სტადიონის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

პრეზიდენტმა ბათუმში ოლიმპიური სტადიონის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ახალ ბულვარში სტადიონის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ქვეყნის პირველ პირთან ერთად მშენებლობისთვის საფუძველის ჩაყრის ცერემონიაზე პატარა ფეხბურთელებიც იმყოფებოდნენ. 

მისი თქმით, ბათუმის სტადიონის ძირითადი ნაწილი ასლან აბაშიძემ დაანგრია, რომ ბევრი ხალხი არ შეკრებილიყო.

„ბათუმს ამდენი ხანია სტადიონი არ ჰქონია. ბათუმელებს ყველაფერი სჭირდება. ყველა ბათუმელის სახლში იქნება წყალი, რაც არ არის ჯერ კიდევ. ადგილობრივებს სჭირდებათ დასაქმება, მაგრამ ამისთვის ბათუმი უნდა გაიზარდოს და განივრცოს“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ბათუმის ბულვარი ადრე 2,5 კილომეტრი იყო, ახლა კი - 18 კილომეტრი იქნება.
ბათუმის სტადიონი 35 ათას მაყურებელს დაიტევს, ის ქართველმა არქიტექტორმა დააპროექტა და საბოლოო სახეს 18 თვეში მიიღებს.