ბიძინა ივანიშვილი 16 სექტემბერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში იქნება

ბიძინა ივანიშვილი 16 სექტემბერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში იქნება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 16 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იქნება.

ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილი  ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაში, „აქცენტებშია“ მიწვეული.

„ბიძინა ივანიშვილი დადებითად გამოეხმაურა ამ მიპატიჟებას და ის ჟურნალისტის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.