შინაგან საქმეთა სამინისტრო აღიარებს, რომ ლოპოტას ხეობაში ჩაატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული 11 პიროვნებიდან 2 საქართველოს მოქალაქეა.
როგორც ირკვევა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ აღიარებამდე საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე მივიდა.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მოგაწოდოთ ახალი ინფორმაცია ლოპოტას ხეობაში ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის შესახებ -ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ.
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მოგაწოდოთ ახალი ინფორმაცია ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის შესახებ. ცხედრების ექსპერტიზის, დათვალიერებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა 11 ლიკვიდირებული პირიდან 7 ცხედრის ვინაობის დაზუსტება.
იდენტიფიცირებული 7 ცხედრიდან 2 საქართველოს მოქალაქეა: ასლან მარგოშვილი - დაბადების თარიღი: 28/06/1990. ბაჰაუდინ ქავთარაშვილი - დაბადების თარიღი 07/02/1986
5 ცხედარი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან, აქედან ერთ-ერთი ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი არის დაბადებული გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.
დანარჩენი იდენტიფიცირებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან: დუკვახა დოშუევი - დაბადების თარიღი: 19/01/1968, დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ. ვეგენო. სალამ ზაურბეკოვი - დაბადების თარიღი: 14/12/1991, დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ.გროზნო. ხაშიევ ჯაბრაილი- დაბადების თარიღი: 24/01/1989 დაბადების ადგილი: ინგუშეთი. მუსა ადუევი - დაბადების თარიღი: 28/03/1981, დაბადების ადგილი: ქ. გროზნო", - აღნიშნულია განცხადებაში.