ლეგენდარული მერილინ მონროს გარდაცვალებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით, ფლორენციაში Salvatore Ferragamo-ს მუზეუმში, გაიმართება წიგნის პრეზენტაცია, რომელშიც ქერათმიანი ლამაზმანის დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოები შევა. ალბომში შეტანილია ფოტოები მისი პირადი ფოტოალბომიდან, კადრები ყოველდღიური ცხოვრებიდან - მაგალითად, მერლინი სახლში, წამოწოლილი, წიგნის კითხვის პროცესში, მეგობრების გარემოცვაში, ბალეტის გაკვეთილზე...
მერლინი Salvatore Ferragamo-ს რეგულარული მომხმარებელი იყო. სწორედ ეს ბრენდი ქმნიდა, ფეხსაცმელსა და კაბას მერილინის ყველაზე კაშკაშა გამოსვლებისთვის. ცნობილია, რომ მერილინს სახლში ამ ბრენდის ათობით წყვილი ფეხსაცმელი ჰქონდა. სწორედ მერილინს უკავშირებენ Salvatore Ferragamo-ს 10 სანტიმეტრიანი ქუსლის ფეხსაცმლების შექმნასაც.
წიგნის პრეზენტაციის პარალელურად მუზეუმში გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება Salvatore Ferragamo-ოს მიერ შექმნილი ჰოლივუდის ქერათმიანი მსახიობების ყველაზე ცნობილი კაბები და ფეხსაცმელი.