ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პირველ შუალედურ ანგარიშს დღეს წარადგენს.
NDI-ის ინფორმაციით, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მიზანი, საქართველოში 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს სხვადასხვა ასპექტის ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასებაა. სადამკვირვებლო მისია სამი ანალიტიკოსისგან შედგება, რომლებიც საარჩევნო გარემოს და საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას აკვირდებიან.
ანგარიში 3-27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში NDI-ის დამკვირვებლებმა შეხვედრები ხელისუფლებასთან, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, საარჩევნო კანდიდატებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ასევე დაესწრნენ საარჩევნო სუბიექტების კამპანიებსა და პოლიტიკური პარტიების სხვადასხვა ღონისძიებებს. სწორედ ამის საფუძველზე მისიამ შეაფასა არჩევნებისთვის მზადების პროცესი, წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართული სუბიექტების პოლიტიკური აქტივობები და ზოგადად საარჩევნო გარემო.
ცნობისთვის, NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო საქმიანობას საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.