„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დღეს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მეხუთე შუალედური ანგარიში მოიცავს პერიოდს 1-ელიდან 26 აგვისტოს ჩათვლით. ანგარიშში საუბარია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტებზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია მიმართავს სამართალდამავ ორგანოებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მათ კომპეტენციაში შემავალი თითოეული სამართალდარღვევის შემთხვევაზე.
ანგარიშში ასევე ასახულია "სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრებისა და მოქალაქეთათვის მიცემული წინასაარჩევნო დაპირებების თაობაზე.
"სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.