ცენტრალური საარჩევნო კომისია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილს დღეს ელოდება. ამის შესახებ ცესკოს მიერ გავცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, სადაც უწყება ივანიშბილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან 31 აგვისტოს, ტელეკომპანია მე-9 არხის გადაცემა „მთავარ კითხვაში" გააკეთა.
განცხადების მიხედვით, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არარსებულ ფაქტებზე აპელირება და მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იწვევს საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობას და აუარესებს საარჩევნო გარემოს.
„სატელევიზიო ეთერში გაჟღერებული ზემოაღნიშნული განცხადება საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის არცოდნასთან. მომავალში მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ვთავაზობთ ბიძინა ივანიშვილს, ორშაბათს, 3 სექტემბერს, მობრძანდეს ცესკო-ში და უშუალოდ გაეცნოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "მთავარ კითხვაში" განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა დაიხურება 1 ან 2 საათით და მოხდება უწყისების გადაწერა, როგორც ეს ადრე მოხდა.