თეიმურაზ მურვანიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თეიმურაზ მურვანიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მურვანიძე ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეც-ოპერაციას ხელისუფლების ავანტიურას უწოდებს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს იყო კიდევ ერთი სპექტაკლი, და კიდევ ერთი სისხლიანი ავანტიურა ხელისუფლებისაგან, რასაც შეეწირნენ ადამიანები. საკითხის დიდი მნიშვნელობის და საზოგადოებისათის მაღალი ინტერესის გამო პირდაპირ მოვითხოთ ხელისუფლებისაგან გაასაჯაროოს მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია რაც ამ „ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას“ ეხება.

სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციები მოწმობს, რომ ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებებს შეეწირნენ პანკისის ხეობის მაცხოვრებლები, რომელთაგან უმრავლესობა სახლიდან უცხოეთში იყო წასული და როგორ აღმოჩნდნენ ისინი ლოპოტას ხეობაში, ეს, ალბათ, მხოლოდ ხელისუფლებამ იცის.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას კომისია, რომელშიც ჩართული იქნებიან ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები ლოპოტას ხეობაში მომხდარი ფაქტების გამოსაძიებლად, რათა დაკმაყოფილებულ იქნეს საზოგადოებრივი ინტერესი და გვქონდეს ყველა ინფორმაცია, რამდენად შესწევს მმართელ გუნდს უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება“, - ნათქვამია მურვანიძის განცხადებაში.