"Кавказ-2012"-ის სამხედრო წვრთნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა Известия- სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის შს გენერალურმა შტაბმა უარი თქვა სწავლებაში ჩაერთო ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზის, აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზის ბაზის პოლიგონები.
17-23 სექტემბერს დაგეგმილი წვრთნების სიიდან ამოღებულია ჩეჩნეთში განლაგებული სასწავლო-საწვრთნელი კომპლექსები; „ალპიისკი“, „გვარდეისკი“ და „კალინოვსკი“.
რუსეთის გენერალურმა შტაბმა წვრთნების ჩასატარებლად უარი განაცხადა სომხეთში არსებული სამხედრო ბაზების გამოყენებაზეც. რუსი სამხედროების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საქართველის სიმშვიდისთვის მიიღეს.
„გადავწყვიტეთ, კავკასიაში დაძაბულობის ზედმეტი მიზეზი არ შეგვექმნა. ამიტომ, საქართველოსთან ახლოს სამხედრო სწავლების ჩატარებაზე უარი ვთქვით“- განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
გროზნოში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე სწვალება აღარ ჩატარდება, კმაყოფილებით შეხვდნენ.
"როდესაც სწავლება მიმდინარეობს, სროლების ხმა ხალხს აწუხებს, განსაკუთრებით ბავშვებს. პოლიგონი "გვარდეისკი" ქალაქ შალიდან სულ რაღაც ერთ კილომეტრში მდებარეობს და ყველაფერი კარგად ისმის, განსაკუთრებით ღამით", - განუცხადა გამოცემას რამზან კადიროვის გარემოცვიდან მაღალჩინოსანმა წყარომ.
რაც შეეხებათ ჩეჩნეთის მეზობელ რესპუბლიკებს, იქ სწავლება ჯერ კიდევ აგვისტოში დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება.