გარემოს დაცვის უკვე ყოფილი მინისტრის გოგა ხაჩიძის facebook -ის გვერდის ინფორმაციით, გარემოს მინისტრის პოსტზე გოგა ხაჩიძე გიორგი ზედგენიძემ შეცვალა. ამის შესახებ განცხადებას თვითონ ხაჩიძე აქვეყნებს.
„მე აღარ ვარ გარემოს დაცვის მინისტრი. ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით პარლამენტში შესვლას. სიაში ვარ 32-ე (3+2=5). გარემოს დაცვის ახალი მინისტრია გიორგი ზედგინიძე. ჩემის აზრით (და არა მხოლოდ) საუკეთესო გადაწყვეტილებაა. წარმატებებს ვუსურვებ გარემოს დაცვის სამინისტროს და „ნაციონალურ მოძრაობას“, - წერს ხაჩიძე.