შსს: სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან საქართველოს მოქალაქე არცერთი არაა

შსს: სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან საქართველოს მოქალაქე არცერთი არაა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან საქართველოს მოქალაქე არც ერთი არ არის. ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს.

განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით: ლოპოტაში ჩატარებული სპეცოპერაციის რიგი საკითხები ძიების პროცესშია. დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მიერ ლიკვიდირებული 11(თერთმეტი) ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე. თუმცა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული, იტაცებს ადამიანებს, აყავს მძევლები, არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს კლავს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს - ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს რეაქცია მათ მიმართ იქნება ისეთი, როგორიც იყო და მომავალშიც თუ ანალოგიურ ფაქტს ექნება ადგილი, საქართველოს ხელისუფლება ანალოგიურად იმოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ გავრცელებულ განცხადებაში.