დღეს „ახალი მემარჯვენეების" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი იმერლიშვილი გურჯაანში მრავალბინიანი კორპუსების მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
მისი თქმით, გურჯაანში 80–მდე ასეთი მრავალბინიანი კორპუსია, რომელთა დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია როგორც ტექნიკურად, ისე ესთეტიკურად.
მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა გამგეობას, საკრებულოს, თუმცა ამ ადამიანთა პრობლემის მოსაგვარებლად რეალური ზომები არავის მიუღია," – განაცხადა გიორგი იმერლიშვილმა.
მისი თქმით, ჩატარდა ამ სახლების მხოლოდ სახურავების სარემონტო სამუშაოები, ისიც უხარისხოდ და ზამთარმა და სტიქიურმა მოვლენებმა ადვილად გამოიყვანა მწყობრიდან. ამიტომ პარტია გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ამ კორპუსების მაცხოვრებელთა „ამხანაგობა."
„ჩვენ ამოვწიეთ 2003 წლის, ურბანული ინსტიტუტის, საქართველოს ურბანისტთა ასოციაციის „ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბებისა და მოქმედების" პროგრამა, რომელიც მუშაობდა 2005 წლამდე, თუმცა ამხანაგობების სრულად ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. ვფიქრობთ ამ პროგრამის ამოქმედება და ამხანაგობების ჩამოყალიბება ამ ადამიანებს დაეხმარება პრობლემების მოგვარებაში. მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ჩემს ერთ–ერთ მოვალეობად ისიც მიმაჩნია, რომ დავეხმარო ადამიანებს გამოსავლის მოძებნაში, თუ როგორ გადაჭრან თავიანთი პრობლემები,", - განაცხადა იმერლიშვლმა.