შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თეთრიწყაროში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის ღობის დაზიანების გამო დავით ხაჩატურიანი დააკავეს. ამის შესახებ, განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
განცხადებას from.geუცვლელად გთავაზობთ.
„თეთრი წყაროს რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა დავით ლევანის ძე ხაჩატურიანი დააკავეს. ხაჩატურიანმა თეთრ წყაროში, კოალიცია „ქართული ოცნების" ოფისის ღობის გარკვეული ნაწილი დააზიანა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ პირებს. ხაჩატურიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით ედება ბრალი. სასამართლომ ხაჩატურიანს 60 დღით პატიმრობა მიუსაჯა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.